logo_geo
ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ ზაფხულიდან ოფიციალურად შეუერთდება
- +

27 აპრილი. 2022. 16:52

 

 

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულიდან იტალიურ „ნაპოლიში“ ითამაშებს.

 

ინფორმაცია „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ნეაპოლურ რადიოსთან ინტერვიუში ოფიციალურად დაადასტურა.

 

კვარაცხელია „ნაპოლისთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

 

საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი ამჟამად ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავს. ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 4 მატჩში მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

 

 

big_banner
არქივი