logo_geo
ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
- +

29 აპრილი. 2022. 16:57

 

 

ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

ანანიძემ 2009-2019 წლებში ეროვნული ნაკრების მაისურით 45 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

 

სხვადასხვა დროს ჯანო ანანიძე იცავდა მოსკოვის „სპარტაკის“, „როსტოვის“, სამარის „კრილია სოვეტოვის“, ფამაგუსტას „ანორთოსისის“, ვოლგოგრადის „როტორის“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას, მისი ბოლო კლუბი კი ბათუმის „დინამო“ იყო.

 

„სპარტაკთან“ ერთად ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატი, „როსტოვთან“ ერთად კი რუსეთის თასი მოიგო.

 

 

big_banner
არქივი