logo_geo
მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან ბორის ბეკერს 2,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- +

29 აპრილი. 2022. 23:31

 

 

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან ბორის ბეკერს 2,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

მანამდე გერმანელი ექსჩოგბურთელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გადახდისუუნარობის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ბორის ბეკერი გადახდისუუნაროდ 2017 წელს ცნეს, მას შემდეგ რაც მან კუნძულ მაიორკაზე უძრავი ქონების საყიდლად აღებული €3,6-მილიონიანი კრედიტის გადახდა ვერ შეძლო.

ლონდონის სასამართლომ ჩათვალა, რომ ბეკერმა ქონების ნაწილი 9 ადამიანს, მათ შორის ორ ყოფილ ცოლს გადაუფორმა, შეეცადა დაემალა 2,16 მილიონი ევროს ღირებულების ვილისა და კომპანია Breaking Data Corp.-ის აქციების ფლობის ფაქტები. ბრალდების კიდევ ერთი პუნქტი ლიხტენშტაინში აღებული €825 000-ევროიანი სესხის დამალვას ეხებოდა.

54 წლის ბორის ბეკერს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა მას საპატიმროში მხოლოდ 2,5 წლის გატარება მოუწევს.

 

 

big_banner
არქივი