logo_geo
„ჩელსის“ მყიდველი ცნობილია
- +

30 აპრილი. 2022. 12:02

 

 

ცნობილი გახდა ლონდონის „ჩელსის“ სავარაუდო მყიდველი.

 

შვეიცარიული გაზეთის „Blick“-ის მონაცემებით, ამერიკულ-შვეიცარიულმა კონსორციუმმა, რომელიც „ლოს ანჯელეს დოჯერსის“ მფლობელის, ბიზნესმენ ტოდ ბოელისა და ბიზნესმენ ჰანსიორგ ვისის მონაწილეობით არის შექმნილი, მოიგო ბრძოლა ლონდონური კლუბის შესაძენად.

 

როგორც გამოცემის ჟურნალისტი ნიკოლა იმფელდი ამტკიცებს, გარიგების თანხა 3.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბებს, რაც სარეკორდო იქნება სპორტის ისტორიაში.

 

ასევე იტყობინებიან, რომ ბოლო მომენტში „ჩელსის“ ყიდვის მცდელობა წამოიწყო დიდი ბრიტანეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ჯიმ რეტკლიფმა. მისი წინადადება შეფასებული იყო 4.25 მილიარდ გირვანქად, მაგრამ არჩევანი ვისისა და ბოელის სასარგებლოდ გაკეთდა.

 

 

big_banner
არქივი