logo_geo
ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- +

1 მაისი. 2022. 20:16

 

 

გურამ თუშიშვილმა (100 კგ) ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზი მესამე ადგილზე დაასრულა. ქართველმა სპორტსმენმა სოფიაში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თუშიშვილმა უკრაინელი იაკოვ ხამო დაამარცხა.

ეს ჩემპიონატზე საქართველოს მეოთხე მედალია. დღეს ლუკა მაისურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, 30 აპრილს ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონი, ეთერ ლიპარტელიანი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

 

 

big_banner
არქივი