logo_geo
„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
- +

4 მაისი. 2022. 01:24

 

 

„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ინგლისურმა კლუბმა ნახევარფინალში ესპანური „ვილიარეალი“ დაამარცხა.

ანგარიში უკვე მესამე წუთზე „ვილიარეალმა“ გახსნა. გოლი ბულაიე დიამ გაიტანა. 41-ე წუთზე, მასპინძლების უპირატესობა ფრანნსის კოკლენის გოლმა ორამდე გაზარდა. თუმცა მეორე ტაიმში „ლივერპული“ ფაბინიოს, ლუის დიასისა და ფაბინიო მანეს გოლების მეშვეობით, ორი მატჩის ჯამში წინ გაიჭრა. შეხედრა ანგარიშით 2-3 დასრულდა და „ლივერპული ორი მატჩის ჯამში (5-2) ფინალში მოხვდა.

ტურნირის მეორე ფინალისტი 4 მაისს, მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერი სიტის“ მატჩში გაირკვევა. პირველ შეხვედრაში ინგლისელებმა ესპანური კლუბი ანგარიშით 4:3 დაამარცხეს.

 

 

big_banner
არქივი