logo_geo
უეფამ ევროთასების ახალი ფორმატი დაამტკიცა
- +

10 მაისი. 2022. 22:23

 

 

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს (UEFA) აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა ევროთასების ახალი ფორმატი, რომელიც 2024/2025 წლების სეზონიდან ამოქმედდება. ინფორმაცია ამის შესახებ უეფას ვებგვერდზე ვრცელდება.

 

ევროპული საკლუბო ტურნირება ე.წ. შვეიცარიული სისტემით ჩატარდება. ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება. ყველა გუნდი ერთიან სატურნირო ცხრილში მოხვდება და თითოეული კლუბი სულ მცირე 8 სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ საერთო ჯამში 8 მატჩს (4 - შინ, 4 - სტუმრად) გამართავს.

 

პირველ 8 ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად ტურნირის 1/8-ფინალში გავლენ, 9-24 ადგილებზე გასული გუნდები კი ორმატჩიანი პლეიოფის შედეგად 1/8 ფინალის კიდევ 8 მონაწილეს გამოავლენენ.

 

ანალოგიური ფორმატით ჩატარდება ევროპის ლიგა (8 მატჩი ჯგუფში) და კონფერენციების ლიგა (6 მატჩი ჯგუფში). ამ ტურნირებზეც მონაწილეთა რაოდენობა 36-ს შეადგენს.

 

 

big_banner
არქივი