logo_geo
ნინო ოძელაშვილი: ჩემს გამარჯვებას ვუძღვნი სრულიად საქართველოს და დედას!
- +

20 მაისი. 2017. 22:52



სამბოს ევროპის ორგზის ჩემპიონმა ნინო ოძელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში წარმატებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან თავისი გამარჯვება საქართველოს მიუძღვნა.


„ევროპის ჩემპიონატის პირველი ოქროს მოპოვება გაცილებით რთული იყო, ვიდრე მეორესი. პირველ ჩემპიონატზე ბევრი ვიშრომე და არ ვიცოდი, გამომივიდოდა თუ არა რამე. ახლა უკვე, როცა გამარჯვების გემო გავიგე, უფრო მობილიზებული ვიყავი. ჩემს მეტოქეს ორჯერ შევხვდი და ორივეჯერ გავიმარკვე. ჩემს გამარჯვებას ვუძღვნი სრულიად საქართველოს და დედას", - განაცხადა ნინო ოძელაშვილმა.




 

big_banner
არქივი