კილიან მბაპე და მადრიდის „რეალი“ გასულ კვირას ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ესპანური სპორტული გამოცემა Marca იტყობინება. 23 წლის ფრანგი ფეხბურთელი ესპანურ გრანდს, სვარაუდოდ 1-ელი ივლისიდან შეუერთდება.
გამოცემის ცნობით, მბაპე „რეალისგან“ იმაზე ნაკლებ ხელფასს მიიღებს, ვიდრე მას „პარი სენ-ჟერმენი“ დარჩენის შემთხვევაში სთავაზობდა. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს მადრიდელებმა პარიზულ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა მაშინ PSG-მ გარიგებაზე უარი განაცხადა.
Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ტრანსფერს მხოლოდ მაშინ დაადასტურებს, როდესაც მბაპე „პარი სენ-ჟერმენში“ საფეხბურთო კარიერის დასრულების თაობაზე განცხადებას თვითონ გააკეთებს.