logo_geo
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი 2021 წლის საუკეთესო ევროპელ მწვრთნელად დასახელდა
- +

19 მაისი. 2022. 20:52

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლაშა გუჯეჯიანს 2021 წლის საუკეთესო ევროპელ მწვრთნელად დასახელებას ულოცავს.

 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა გუჯეჯიანს ჯილდო ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა, ოტო კნაიტინგერმა გადასცა.

 

ქართველი მწვრთნელის თავკაცობით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

 

big_banner
არქივი