logo_geo
FIBA-ევროპას გადაწყვეტილებით, თბილისში, 2022 წლის ევრობასკეტზე რუსეთის ნაკრები არ იქნება
- +

22 მაისი. 2022. 12:10

 

 

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის თბილისში გასამართ ჯგუფში მონაწილე შეიცვალა. რუსეთის ეროვნული ნაკრები FIBA-მ საერთაშორისო ტურნირებს ჩამოაშორა, ხოლო FIBA-ევროპამ ევრობასკეტზე მის შემცვლელად მონტენეგრო დაასახელა.

 

მონტენეგროელებს საქართველოს ნაკრები ორჯერ შეხვედრია. ევროპის 2017 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ექსიუგოსლავიური ქვეყანა ჩვენს ჯგუფში იყო და თბილისში დაძაბულ ბრძოლაში – 76:74 მოგვიგო, თუმცა მეორე წრეში ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველომ ქალაქ ბარში მონტენეგრო გმირულად – 90:84 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით ევრობასკეტის საგზური მოიპოვა.

 

საქართველოსა და მონტენეგროსთან ერთად, ევრობასკეტის თბილისურ ჯგუფში იქნებიან: ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი.

 

თამაშები 1-7 სექტემბერს გაიმართება და ოთხი საუკეთესო, ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ, ბერლინში გაემგზავრება.

 

 

big_banner
არქივი