logo_geo
„მანჩესტერ სიტი“ პრემიერ-ლიგის ჩემპიონი გახდა
- +

22 მაისი. 2022. 22:58

 

 

ინგლისის პრემიერ-ლიგის 2021-2022 წლების სეზონის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სეზონის ბოლო შეხვედრაში მანჩესტერელებმა „ასტონ ვილა“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ამასთან, პეპ გვარდიოლას გუნდი 69 წუთამდე 0:2-ს აგებდა, თუმცა თამაშის შებრუნება და გამარჯვება შეძლო. შედეგად, სეზონის განმავლობაში „სიტიმ“ 93 ქულა დააგროვა.

 

სეზონის ბოლო შეხვედრა „სიტის“ მთავარმა კონკურენტმა, „ლივერპულმაც“ მოიგო. მათ ბოლო შეხვედრაში „ვულვზი“ 3-1 დაამარცხეს, თუმცა ჩემპიონობისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან „ლივერპულს“ ჯამში 92 ქულა აღმოაჩნდა.

 

 

big_banner
არქივი