logo_geo
2011 წლიდან პირველად, „მილანი“ იტალიის ჩემპიონი გახდა
- +

22 მაისი. 2022. 23:15

 

 

2021-2022 წლების იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი „მილანმა“ მოიგო. ამის შესახებ France 24 იტყობინება.

 

სერია A-ს ბოლო ტურში სტეფანო პიოლის გუნდმა „სასუოლო“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა და 86 ქულით, გარანტირებულად გახდა ტურნირის გამარჯვებული. მეორე ადგილზე „ინტერი“ გავიდა.

 

ეს „მილანის“ პირველი საჩემპიონო ტიტულია 2010-2011 წლების სეზონის შემდეგ.

 

 

big_banner
არქივი