logo_geo
„არასწორად მიმაჩნია“ - ჯოკოვიჩი უიმბლდონზე რუსი სპორტსმენების არდაშვებაზე
- +

24 მაისი. 2022. 14:21

 

 

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის მიერ რუსი და ბელორუსი ჩოგბურთელების შეჯიბრებაში არდაშვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „არასწორია“.

 

„ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება იყო. მე ამას საერთოდ არ ვუჭერ მხარს. სამწუხაროდ არასდროს ყოფილა ძლიერი კომუნიკაცია უიმბლდონიდან. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება არასწორად მიმაჩნია“, - აცხადებს ჯოკოვიჩი.

 

შეგახსენებთ, უიმბლდონმა რუსი და ბელორუსი სპორტსმენებს შეჯიბრებებზე გასვლა აკრძალა.  წელს უიმბლდონი 27 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი