logo_geo
ლაშა ტალახაძეს ევროპის საუკეთესო ძალოსნის ჯილდო გადაეცა
- +

28 მაისი. 2022. 11:34

 

 

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 2021 წლის საუკეთესო ძალოსნად ლაშა ტალახაძე აღიარეს.

 

ტირანაში ჩასვლის შემდეგ, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებმა ლაშა ტალახაძეს კუთვნილი ჯილდო გადასცეს.

 

ლაშა ტალახაძე ისტორიაში პირველია, ვინც ამ ფორმატით ჩატარებული გამოკითხვის გამარჯვებულია.

 

ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ გულშემატკივართა შორის პირველი გამოკითხვა ფედერაციის საუკუნოვან იუბილეს მიუძღვნა.

 

29 მაისიდან ტირანა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ფიცარნაგზე 5 ივნისს გამოვა.

 

29 მაისიდან პირველი არხი ევროპის ჩემპიონატის ტელერეპორტაჟებს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

 

 

big_banner
არქივი