logo_geo
ხაბიბის ძმა მკვლელობის მუქარით დააპატიმრეს - მას ეგვიპტელი ტურისტის ჩაცმულობა არ მოეწონა და შუბლზე პისტოლეტი მიაბჯინა
- +

31 მაისი. 2022. 11:10

 

 

UFC-ის ყოფილი ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი კამილ ამირგამზაევი მკვლელობის მუქარისთვის დააპატიმრეს, – იტყობინება ტელეგრამ-არხი Mash Gor.

 

რამდენიმე დღის წინ მახაჩკალაში დაღესტანის სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელმა სტუდენტებმა ფეხბურთი ითამაშეს და საერთო საცხოვრებელში ბრუნდებოდნენ. ერთ-ერთმა ეგვიპტელმა სტუდენტმა ფორმა არ გამოიცვალა და ქუჩაში შორტებით მოძრაობდა.

 

კამილ ამირგამზაევი სტუდენტებს ქუჩაში შემთხვევით შეხვდა და აგრესიული ფორმით მიანიშნა ეგვიპტელს, რომ ქუჩაში ასე სეირნობა არ შეიძლება. გარდა ამისა, ხაბიბის ძმამ სტუდენტს ჩაარტყა და შუბლში პისტოლეტი მიუშვირა. ეგვიპტელმა პოლიციაში განცხადება შეიტანა. ამირგამზაევს ბოდიშის მოხდა მოუწია, რის შემდეგადაც, დაზარალებულმა პოლიციიდან განცხადება გაიტანა.

 

 

big_banner
არქივი