logo_geo
ლიონელ მესი: საცოდაობაა, რომ იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს
- +

31 მაისი. 2022. 14:01

 

 

„პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ „უემბლიზე“ მატჩის წინ იტალიის ნაკრების შესახებ ილაპარაკა.

 

„ნამდვილი სიგიჟეა ის, რომ მათ მოიგეს ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ ვერ მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე. საცოდაობაა ის, რომ ასეთი საფეხბურთო ისტორიის მქონე ქვეყანა მსოფლიოზე ვერ ითამაშებს.

 

მე მყავს თანაგუნდელები და მეგობრები იტალიის ნაკრებში, ისინი, ვინც მეხმარებოდნენ „პარი სენ-ჟერმენში“. და მათი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენა – ძალიან სამწუხაროა.

 

მომავალი მატჩი – კარგი ტესტია ჩვენთვის. იტალია მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტი იქნებოდა, ტურნირზე რომ მოხვედრილიყო“, – განაცხადა მესიმ TyC Sports-თან მიცემულ ინტერვიუში.

 

ფინალისიმა, რომელშიც ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკას გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს, 1 ივნისს ლონდონის „უემბლიზე“ გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი