logo_geo
თბილისის გრანდ სლემზე გელა ზაალიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
- +

5 ივნისი. 2022. 19:56

თბილისის გრანდ სლემზე გელა ზაალიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

თბილისში, ძიუდოში გრანდ სლემი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, რაც ჩვენი გუნდისთვის ისტორიული შედეგია.

შეჯიბრზე ბოლო მედლები მძიმეწონოსნებმა გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმა მოიპოვეს. ზაალიშვილმა უზბეკი იუსუპოვი დაამარცხა, მატიაშვილმა კი თანამემამულე ონისე ბუღაძეს გაფრთხილებებით სძლია. გელამ ზაალიშვილმა თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო.

დღესვე, ფინალურ ბლოკში, მანამდე ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ ასევე ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და ონისე სანებლიძე (100კგ), ვერცხლი გიორგი ბერიაშვილმა (100კგ), ბრინჯაო კი სოფიო სომხიშვილმა მოიპოვა (+78კგ).

big_banner
არქივი