logo_geo
ნეიმარმა „პსჟ“-დან წასვლაზე უარი განაცხადა
- +

18 ივნისი. 2022. 17:15

 

 

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა უარი თქვა ამ ზაფხულს პარიზული კლუბის დატოვებაზე, – ამის შესახებ წერს გაზეთი „მარკა“.

 

წყაროს ცნობით, „პსჟ“-ს სურს განტვირთოს სახელფასო ბიუჯეტი, რისთვისაც უნდა გამოეთხოვოს რამდენიმე ფეხბურთელს. ერთ-ერთი კანდიდატი იყო ნეიმარი, რომლის წლიური ხელფასი 50 მილიონი ევროს ოდენობით სერიოზულად ურტყამს პარიზელთა ბიუჯეტს, მაგრამ 30 წლის ფეხბურთელმა აცნობა გუნდს, რომ წასვლას არ გეგმავს.

 

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან 28 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 13 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

 

 

big_banner
არქივი