logo_geo
ქართული წარმოშობის რუსი ჩოგბურთელი „უიმბლდონზე“ საქართველოს სახელით იასპარეზებს
- +

19 ივნისი. 2022. 15:47

 

 

ქართული წარმოშობის მქონე რუსმა ჩოგბურთელმა ნათელა ძალამიძემ შეიცვალა ქვეყანა, რომლის სახელითაც ის იასპარეზებს. 29 წლის ჩოგბურთელი „უიმბლდონის“ წყვილთა ტურნირზე საქართველოს დროშით ითამაშებს.

 

ერთი თვის წინ ნათელა ძალამიძე „როლან გაროსზე“ რუსეთის სახელით ასპარეზობდა, სადაც ის კამილა რახიმოვასთან ერთად დუეტში გამოსვლისას პირველ წრეში დამარცხდა.

 

ცნობისთვის, ნათელა ძალამიძე მოსკოვში არის დაბადებული. ამ დროისთვის ქართული წარმოშობის სპორტსმენი მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში 44-ე პოზიციას იკავებს.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის გამო „უიმბლდონის“ წლევანდელ გათამაშებაში რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს მონაწილეობა აეკრძალათ.

 

 

big_banner
არქივი