logo_geo
დიეგო მარადონას მკურნალი რვა ექიმი სასამართლოს წინაშე წარსდგება
- +

23 ივნისი. 2022. 14:33

 

 

მედიცინის რვა თანამშრომელი არგენტინის სასამართლოს წინაშე წარსდგება ლეგენდარული დიეგო მარადონას დამამძიმებელ გარემოებაში არაგანზრახ მკვლელობის ბრალდებით.

 

როგორც სააგენტო AFP წერს, არგენტინის სასამართლომ ქალაქ სან-ისიდროში დაადასტურა სასამართლო პროცესის დასაწყისი ექიმების წინააღმდეგ.

 

ბრალდებულებს 8-დან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

მარადონა 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი გახდა გულის მწვავე უკმარისობა.

 

 

big_banner
არქივი