logo_geo
თეა წულუკიანი: საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ღირსეულია და მინდა, კიდევ ერთხელ პატივისცემა დავუდასტურო
- +

2 ივლისი. 2022. 15:26

 

 

„საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ღირსეულია და მინდა, კიდევ ერთხელ პატივისცემა დავუდასტურო“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

წულუკიანი აღნიშნულით ლატვიაში გუშინდელ საკალათბურთო მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც უკრაინის ნაკრების ლატვიელმა მწვრთნელმა უხამსი ჟესტი აჩვენა.

 

„ეს იყო უზრდელობა, მაგრამ ჩვენი ნაკრები არის ღირსეული. მინდა, მათ კიდევ ერთხელ პატივისცემა დავუდასტურო. ასევე ჩვენს საკალათბურთო გუნდს ჰყავს ძალიან ღირსეული მწვრთნელები და ხელმძღვანელობა, ფედერაციის პრეზიდენტი და ყველა ის ადამიანი, ვინც სპორტის სამინისტროსთან ერთად ქართული კალათბურთის განვითარებაზე ზრუნავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შევაფასეთ როგორც უღირსი საქციელი, რომელიც პასუხსაც კი არ იმსახურებს.

 

შემთხვევით ვისარგებლებ და ვიტყვი, რომ 4 ივლისს, 19:00 საათზე, გაიმართება საქართველოსა და ესპანეთის მატჩი ახალ საკალათბურთო დარბაზში, პირველი მატჩი ახალ სპორტის სასახლეში. ეს არის შესარჩევი მატჩი და ყველას გეპატიჟებით. რასაკვირველია, იმ ერთი უზრდელი მწვრთნელის გარეშე, ყველა ხართ მოწვეული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

big_banner
არქივი