logo_geo
„ბორჯღალოსნები“ არგენტინა XV-თან დამარცხდნენ
- +

3 ივლისი. 2022. 20:04

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინა XV-თან ანგარიშით 24:30 დამარცხდა. შეხვედრა ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა.

 

მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 14:6 დასრულდა. 2 ლელო გაიტანა თედო აბჟანდაძემ, 1 კი დავით ნინიაშვილმა, თუმცა მეორე ტაიმში სტუმრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი უპირატესობაც მოიპოვეს.

 

შემდეგ შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ 10 ივლისს, ბათუმში, 20:00 საათზე გამართავენ. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

 

 

 

big_banner
არქივი