logo_geo
„ბორჯღალოსნებმა“ იტალიის ნაკრები დაამარცხეს
- +

10 ივლისი. 2022. 22:02

 

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია ანგარიშით 28:19 დაამარცხა. შეხვედრა ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართა.

 

მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 19:13 დასრულდა. 2 ლელო გაიტანა თედო აბჟანდაძემ, 1 კი სანდრო თოდუამ. მეორე ნახევარში კი საქართველოს ნაკრების უპირატესობა ზუსტად შესრულებული ჯარიმების დახმარებით გაიზარდა.

 

16 ივლისს „ბორჯღალოსნები“ ქუთაისში, „აია არენაზე“ პორტუგალიას უმასპნძლებენ. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

 

 

big_banner
არქივი