logo_geo
სოსო ტყემალაძე: ჩვენი გამარჯვების საწყისი არის ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედება სპორტში - 2015 წელს მორჩა ინფრასტრუქტურის შენება, „ნერგები“ დაირგო, რომლებიც ახლა შევიდა „მსხმოიარობაში“ და ავიღეთ „მოსავალი“
- +

11 ივლისი. 2022. 20:22

 

 

იტალიასთან გამარჯვებისას რამდენიმე ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი და ამ ერთობამ გაიმარჯვა. როგორც ჩანს ძალა ერთობაშია და ყველა ოცნება, თუ ერთად ვართ, ახდენადია, - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

 

„იტალიასთან გამარჯვებისას რამდენიმე ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი და ამ ერთობამ გაიმარჯვა. როგორც ჩანს, ერთობას იმხელა ძალა აქვს, რასაც ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ სრულად. ამ ყველაფრის საწყისი იყო და ამის არ ხსენება შეუძლებელია, ბატონი ბიძინას მსოფლიოში უპრეცედენტო ქველმოქმედება სპორტში. ზუსტად 2015 წელს მორჩა ძირითადი ინფრასტრუქტურის შენება, ეს იყო პერიოდი, როდესაც ასე ვთქვათ, ნერგები დაირგო, რომლებიც ახლა შევიდა მსხმოიარობაში და ავიღეთ მოსავალი. ეს იყო გარდამტეხი ქვაკუთხედი. ასევე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის ვეტერანები და ისტორია, რომელმაც მოიტანა ეს რაგბი აქამდე, მათი ძალისხმევა. არ ვიცი, რა იყო ისტორიაში ამ გამარჯვებაზე მეტი, დიდგორის ბროძლა?!, რაები ქნეს, სასწაულები! კიდევ ორ ფაქტორს გამოვყოფდი, ეს არის ხალხი, ასეთი გულშემატკივრობა არ ვიცი ვინმეს თუ გვახსოვს, ზოგი ადარებდა ლივერპულთან თამაშს და მას მერე ასეთი გულშემატკივრობა თუ ყოფილა, არ ვიცი. ისეთი ძალით აწვებოდა, რომ ასეთ შედეგს არ ველოდით. გვქონდა რაღაც ვარაუდები, მაგრამ ორმაგი შედეგი დავდეთ. ასევე, ვერ დავივიწყებ აჭარას, რომელმაც ოთხი დღე ისეთი ზეიმი მოაწყო, რომ სტუმრებზე ნამდვილად იქონია გავლენა. ჩვენი სილამაზეებით, აჭარლების დახვედრით იყვნენ აბსოლუტურად გათიშულები და ყველაფერმა ერთად იმოქმედა. როგორც ჩანს ძალა ერთობაშია და ყველა ოცნება, თუ ერთად ვართ, ახდენადია. სწორედ ეს მივიღეთ“,- აღნიშნა სოსო ტყემალაძემ.

 

 

big_banner
არქივი