logo_geo
დღეს ბათუმის „დინამო“ ბრატისლავის „სლოვანს“ უმასპინძლებს
- +

13 ივლისი. 2022. 10:29

„დინამო ბათუმი" უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას დღეს გამართავს.

საქართველოს ჩემპიონი გუნდის მეტოქე ბრატისლავის „სლოვანი“ იქნება. ერთი კვირის წინ ამ გუნდებს შორის სლოვაკეთში გამართული თამაში 0-0 დასრულდა.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ბათუმში ადგილობრივი გუნდის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. ბათუმელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებათ. შეხვედრა, რომელზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, დღეს 21:00 საათზე დაიწყება.

big_banner
არქივი