logo_geo
თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს
- +

15 ივლისი. 2022. 13:39

 

 

საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს. მისი ახალი კლუბი „ჩონბუქ ჰიუნდაი“ იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ სამხრეთკორეული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

 

ოქრიაშვილის ბოლო კლუბი კვიპროსის „აპოელი“ იყო, რომლის ღირსებასაც ის ერთი წლის განმავლობაში იცავდა.

 

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში თამაშობს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც „ულსან ჰიუნდაის“ შემადგენლობაში ასპარეზობს.

 

 

big_banner
არქივი