logo_geo
„ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს
- +

16 ივლისი. 2022. 19:55

 

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 23:14 დაამარცხა. ივლისის ტესტ-სერიის დასკვნით შეხვედრაა ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა.

 

მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 9:6 დასრულდა. 3 ჯარიმა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა. მეორე ნახევარში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მირიან მოდებაძისა და დავით ნინიაშვილის ლელოებისა და თედო აბჟანდაძის ზუსტი გადასახების მეშვეობით საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა.

 

 

big_banner
არქივი