logo_geo
გარდაიცვალა ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი
- +

22 ივლისი. 2022. 01:18

 

 

85 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული გერმანელი ფორვარდი უვე ზეელერი.

 

თითქმის მთელი კარიერა მან „ჰამბურგში“ გაატარა და 1960 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან ერთად 1966 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, 1970 წლის ჩემპიონატზე კი მესამე ადგილი დაიკავა.

 

ზეელერი არის ერთ-ერთი იმ ოთხ ფეხბურთელს (პელესთან, მიროსლავ კლოზესთან და კრიშტიანო რონალდოსთან ერთად) შორის, ვისაც მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატზე (1958, 1962, 1966 და 1970) აქვს გატანილი გოლი.

 

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გერმანელი ყველა დროის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის შეიყვანა.

 

 

big_banner
არქივი