logo_geo
დავით ლომიტაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია
- +

26 ივლისი. 2022. 19:19

 

 

„ქართველი ძიუდოისტი დავით ლომიტაშვილი სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ფინალურ დაპირისპირებაში ლომიტაშვილმა აზერბაიჯანელი მურად ალიევი იპონით იპონით დაამარცხა.

 

დავით ლომიტაშვილმა მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

 

 

big_banner
არქივი