logo_geo
სებასტიან ფეტელმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა
- +

28 ივლისი. 2022. 17:29

 

 

„ფორმულა 1“-ის ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულებს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი ვიდეომიმართვა გერმანელმა პილოტმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. 35 წლის ფეტელი აღნიშნავს, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო და მასზე ბევრი იფიქრა, მისი პრიორიტეტი კი ახლა ოჯახთან მეტი დროის გატარება იქნება.

 

ფეტელი „ფორმულა 1“-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პილოტია. მასზე მეტი მსოფლიო ტიტული მხოლოდ ლუის ჰამილტონს, მიხაელ შუმახერსა და ხუან მანუელ ფანხიოს აქვთ მოგებული. ფეტელი კარიერას „ასტონ მარტინის“ საჯინიბოში ასრულებს.

 

 

big_banner
არქივი