logo_geo
ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა
- +

31 ივლისი. 2022. 22:56

 

 

ფეხბურთში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრებმა მოიგო. ლონდონში, სტადიონ „უებლიზე“ გამართულ ფინალში ისინი გერმანელებს დაუპირისპირდნენ.

 

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. პირველი გოლი 62-ე წუთზე ინგლისელმა ელა ტუნმა გაიტანა, თუმცა 79-ე წუთზე ლინა მაგულმა ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა. მეორე დამატებით ტაიმში, 110-ე წუთზე ინგლისი ქლოი კელის გოლით წინ გავიდა. შეხვედრა ანგარიშით 2:1 დასრულდა. ინგლისის ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში პირველად მოიგო.

 

მატჩს 87 192 მაყურებელი დაესწრო, რაც ევროტურნირების რეკორდია, როგორც ქალთა, ასევე კაცთა შორის.

 

 

big_banner
არქივი