ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, NBA-ს ვარსკვლავი და ოლიმპიური ჩემპიონი ბილ რასელი გარდაიცვალა. ამის შესახებ Daily Mail წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რასელი საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. რასელი 88 წლის იყო.
1956-1969 წლებში რასელმა „სელტიკთან“ 11 ტიტული მოიპოვა, 1956 წელს, აშშ-ს ნაკრების შემადგენლობაში მელბურნის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.