logo_geo
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებს ღამის კლუბებში სტუმრობა აეკრძალათ
- +

5 აგვისტო. 2022. 11:28

 

 

„პარი სენ-ჟერმენის“ ახალი სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში პარიზის რამდენიმე ღამის კლუბს ეწვია. გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელს სურდა, პირადად გაცნობოდა იმ ადგილებს, რომელშიც გუნდის წევრები ერთობიან სამუშაოსგან თავისუფალ დროს.

 

ფრანგული პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ კამპუშმა „პარი სენ-ჟერმენში“ მკაცრი წესები შემოიღო, რომელთაგანაც ერთ-ერთი უკრძალავს ფეხბურთელებს სეზონის მსვლელობისას ღამის კლუბებში სტუმრობას.

 

წესის დამრღვევებს სამუშაოს ჩამოაშორებენ.

 

 

big_banner
არქივი