logo_geo
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელია
- +

9 აგვისტო. 2022. 16:11

 

 

ჩენაიში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა უკრაინის გუნდის მსგავსად 18 ქულა მოაგროვა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე გავიდა.

 

2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, დრეზდენში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულმა გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა და მაშინ მეორე ადგილზე დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით, სწორედ უკრაინის ნაკრები გავიდა.

 

ბოლო მე-11 ტურში საქართველოს ნაკრების წევრებმა აზერბაიჯანის გუნდის წარმომადგენლებს 3:1 სძლიეს.

 

ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ პარტიები გამარჯვებით დაასრულეს, ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა მეტოქეებთან ქულები გაიყვეს.

 

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ბოლო ტურში ეგვიპტის გუნდთან ყაიმით 2:2 ითამაშა. საქართველოს ნაკრები 14 ქულით 188 გუნდს შორის 23-ე ადგილზე გავიდა.

 

 

big_banner
არქივი