logo_geo
პარაგვაიში საფეხბურთო მატჩის დროს მოედანზე ძაღლს ჩაეძინა
- +

10 აგვისტო. 2022. 00:30

 

 

პარაგვაიში, ადგილობრივი ჩემპიონატის მატჩის დროს მოედანზე ძაღლს ჩაეძინა. გამოცემა Ole-ს ცნობით, მოედანზე მძინარე ძაღლის გამო „სოლ დე ამერიკასა“ და „გუარანის“ მატჩის მეორე ტაიმი დაგვიანებით დაიწყო.

 

„სოლ დე ამერიკას“ მოთამაშეს ბურთი თამაშში უნდა შეეყვანა, როცა მოედანზე ძაღლი შენიშნეს. მსაჯმა მატჩი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ძაღლი მოედნიდან გაიყვანეს.

 

 

big_banner
არქივი