logo_geo
კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში უკვე მეორე გოლი გაიტანა
- +

21 აგვისტო. 2022. 23:44

 

 

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელს „ნაპოლის“ რიგებში უკვე მეორე ოფიციალური შეხვედრა აქვს.

იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში „ნაპოლი“ „მონცა“-ს უპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია მატჩის სასტარტო შემადგენლობაშია.

ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა.

თამაში ნაპოლში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი