logo_geo
UFC-ის მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი სამშობლოში ჩამოვიდა
- +

28 აგვისტო. 2022. 12:14

 

 

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. UFC-ის მებრძოლს თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. სპორტსმენი საქართველოში ხუთი დღით დარჩება და შემდეგ კვლავ ამერიკაში გაემგზავრება.

 

„ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს გამარჯვება აღვნიშნო გულშემატკივრებთან ერთად. ყოველთვის ვახსენებ საქართველოს და ეს არის მთავარი მოტივაცია და მთავარი ძალა. ამისთვის ვიბრძვი, ამისთვის დავიწყე ბავშვობიდან სპორტი, რომ მინდოდა ჩემი ქვეყანა წარმომეჩინა საზღვრებს გარეთ და ამას მე ვახერხებ. ეს გამარჯვება სასიხარულო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამით ქამარზე ბრძოლა დავიმსახურე“, - განაცხადა დვალიშვილმა.

 

მერაბ დვალიშვილმა რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. მისი მეტოქე ბრაზილიელი ჟოზე ალდო იყო, რომელთან გამარჯვებითაც UFC-ში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.

 

 

 

big_banner
არქივი