ავტორიტეტულმა საკრივო გამოცემა „The Ring“-მა განაახლა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეთა ტრადიციული რეიტინგი, რომელშიც ყველა წონითი კატეგორიის მებრძოლებით კომპლექტდება.
ენტონი ჯოშუას დამარცხების შემდეგ, სუპერმძიმე წონაში WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ტიტულების მფლობელი ოლექსანდრ უსიკი სათავეში ჩაუდგა პრესტიჟულ რეიტინგს. უკრაინელმა პირველი პოზიცია წაართვა უმჩატეს წონაში WBC-ის, WBA-სა და IBF-ის საჩემპიონო ქამრების მფლობელს ნაოია ინუეს.