logo_geo
იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
- +

2 სექტემბერი. 2022. 15:51

 

 

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

 

ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კვარაცხელიას ხმების 67% ერგო.

 

ცნობისთვის, ქართველმა ფეხბურთელმა აგვისტოში „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

 

„ნაპოლი“ შემდეგ მატჩს რომის „ლაციოს“ წინააღმდეგ 3 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გამართავს.

 

 

 

big_banner
არქივი