ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტატამზე დაბრუნდა. ოლიმპიური ჩემპიონი ფინალში გავიდა, მან მონტენეგროელი ნოვო რაიჩევიჩი შებოჭვით დაამარცხა.
ავსტრიულ შეჯიბრზე ბექაურის გარდა, ვლადიმერ ახალკაცი და გიორგი ბერიშვილი ასპარეზობენ.