logo_geo
ალესანდრო დელ პიერო: უფრთხილდით კვარაცხელიას, ის არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია, ევროპაში სათამაშოდაა დაბადებული
- +

6 სექტემბერი. 2022. 12:35

 

 

გაზეთ „La Gazzetta dello Sport“-თან ინტერვიუში იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ალესანდრო დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია.

 

„მე ნამდვილად მივიჩნევ, რომ „ნაპოლი“ [ახლა] უფრო ძლიერია. აღფრთოვანებული ვარ სპალეტის მუშაობით, რომელიც [გუნდის] რეკონსტრუქციას კონსტრუქციული სულისკვეთებით შეხვდა: [ეს არის] დიდი გუნდის მენტალიტეტი. უფრთხილდით კვარაცხელიას. ის არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია. როგორც ჩანს, ის [კვარაცხელია] ევროპაში სათამაშოდაა დაბადებული“, - აღნიშნა ალესანდრო დელ პიერომ.

 

2 სექტემბერს, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (AIC) ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

 

 

big_banner
არქივი