logo_geo
ფრანკო კაუზიო: კვარაცხელიასგან ის ვნახე, რაც მხოლოდ მარადონას შეეძლო
- +

11 სექტემბერი. 2022. 09:46

 

 

იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანკო კაუზიომ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და არც მეტი, არც ნაკლები, დიეგო მარადონას შეადარა.

 

„კვარაცხელია უნიკალური ფეხბურთელია. მარჯვენა-მარცხენა ფეხით დარტყმის საოცარი მანერა აქვს. მე ვნახე ის, რაც მხოლოდ დიეგო მარადონას შეეძლო, ვიცი, რომ მძიმე შედარებაა, მაგრამ ნება მომეცით ეს გავაკეთო“, - თქვა კაუზიომ.

 

ფრანკო კაუზიო იტალიის ნაკრებში 1972-1983 წლებში თამაშობდა (63 მატჩი, 6 გოლი) და 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში ითამაშა, ყველაზე დიდი პერიოდი კი „იუვენტუსში“ გაატარა, სადაც 1966-1968 და 1970-1981 წლებში გამოდიოდა და „ბიანკონერის“ ერთ-ერთი ლეგენდაა.

 

 

big_banner
არქივი