logo_geo
საფრანგეთის პოლიციამ პოლ პოგბას ძმა დააპატიმრა - მას გამოძალვაში ედება ბრალი
- +

18 სექტემბერი. 2022. 10:01

 

 

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას უფროსი ძმა მატიას პოგბა საფრანგეთის პოლიციამ დააკავა. მას ბრალი წაუყენეს ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად გამოძალვასა და დანაშაულის მომზადებაში, – იტყობინება გამოცემა RMC Sport.

 

„ჩვენ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას“, – განაცხადა უფროსი პოგბას ადვოკატმა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ მის კლიენტს „სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია“.

 

კიდევ ოთხ ეჭვმიტანილს ასევე წაუყენეს ბრალი, მათ შორის ადამიანის გატაცებაში (ამ მუხლით მატიას პოგბა მოწმედ გადის). ისინი პატიმრობაში დარჩებიან სასამართლო პროცესამდე.

 

უფრო ადრე პოლ პოგბამ განაცხადა, რომ ორგანიზებული დაჯგუფების მხრიდან გამოძალვისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. იტყობინებოდნენ, რომ ფეხბურთელის ძმა ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია და შანტაჟით ცდილობს პოლ პოგბას 13 მილიონი ევრო გამოსძალოს.

 

big_banner
არქივი