logo_geo
ევრობასკეტზე მესამე ადგილი გერმანიის ნაკრებმა დაიკავა
- +

18 სექტემბერი. 2022. 21:16

 

 

ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთში მესამე ადგილისთვის მატჩი ჩატარდა, რომელშიც ერთმანეთს გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

 

შეხვედრა ბერლინში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 82-69 დასრულდა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გერმანელი დენის შროდერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა იყო.

 

ევრობასკეტის გამარჯვებული ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრაში გამოვლინდება.

 

 

big_banner
არქივი