logo_geo
ევრობასკეტის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა
- +

19 სექტემბერი. 2022. 00:57

 

 

ევროპის ჩემპიონი კალათბურთში ესპანეთის ნაკრები გახდა.

 

ფინალში, რომელიც ბერლინში გაიმართა, ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებით, ანგარიშით 88-76 დასრულდა. ესპანეთი ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა.

 

მანამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც მასპინძელი გერმანია პოლონეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 82-69 დაამარცხა.

 

ევრობასკეტის ა ჯგუფის შეხვედრები თბილისში გაიმართა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა.

 

 

big_banner
არქივი