„ბარსელონამ" 2016-17 წლების სეზონის დასრულებიდან რამდენიმე დღეში დაასახელა ახალი მთავარი მწვრთნელი. კატალონურ გრანდში ლუის ენრიკეს ერნესტო ვალვერდე შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. კონტრაქტის დეტალების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.
„ერნესტო ვალვერდე - „ბარსელონას" ახალი მწვრთნელია", - წერს კლუბი.
53 წლის სპეციალისტი 2013-17 წლებში ბილბაოს „ატლეტიკის" დამრიგებელი იყო.