logo_geo
ლეგენდარული ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

26 სექტემბერი. 2022. 01:20

 

 

ლეგენდარული ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

რაფაელ ჩიმიშკიანი 1929 წლის 23 მარტს თბილისში დაიბადა. იგი დასახელებულია საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ძალოსნად.

 

2012 წელს მან სპორტის რაინდის წოდება მიიღო. ასევე ის არის ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 2003 წელს კი რაფაელ ჩიმიშკიანს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს, მისი ტიტულები კი ასეთია : 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 1955) და ორგზის მეორე პრიზიორი (1950, 1953), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950-1951, 1954-1957) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადების ჩემპიონი (1951). სსრკ ათგზის ჩემპიონი (1949, 1951, 1954, 1955, 1960 — პირად შეჯიბრებაში, 1948-1952 — გუნდურ ჩათვლაში). ხუთგზის მეორე (1950, 1952, 1953, 1957, 1958) და მესამე (1956) პრიზიორი, სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1956). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. 1952–1957 წლებში 10-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი: სამჭიდში 5-ჯერ, ატაცში — 3-ჯერ, აკვრაში — 2-ჯერ.

 

 

big_banner
არქივი