logo_geo
ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი გარდაიცვალა
- +

26 სექტემბერი. 2022. 09:53

 

 

რაფაელ ჩიმიშკიანმა ოლიმპიური ჩემპიონობა 1952 წელს ჰელსინკში იზეიმა. დავით ციმაკურიძე, მზია ჯუღელი და რაფაელ ჩიმიშკიანი იყვნენ პირველები, ვინც საქართველოდან ოლიმპიური ოქროს მედლები დაისაკუთრეს.

 

ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი იყო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ორგზის ვერცხლის პრიზიორი. მან ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი ექვსჯერ მოიგო, ერთხელ კი მეორე პრიზიორი გახდა. 1951 წელს ჩიმიშკიანმა მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონობა იზეიმა.

 

2012 წლის 23 მარტს რაფაელ ჩიმიშკიანს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

 

ოლიმპიური ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი 93 წლის ასაკში 25 სექტემბერს გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი