logo_geo
ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის მოთამაშეთა ასოციაციამ თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა
- +

30 სექტემბერი. 2022. 18:35

 

 

სანაკრებო პაუზის შემდეგ იტალიაში დაბრუნებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი ჯილდო მიიღო.

 

„კვარაცხელია იტალიის მოთამაშეთა ასოციაციამ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა სერია A-ს, B-ს და C-ს ფეხბურთელთა გამოკითხვით. მას ხმა მოთამაშეთა 67-მა პროცენტმა მისცა“, – წერს „კალჩო ნაპოლი“.

 

„სერია A-ში პირველ მატჩებში ხვიჩა კვარაცხელიამ აჩვენა მთელი თავისი რეპერტუარი. მან აგვისტოში სამი გოლი გაიტანა: ერთი თავით; ერთი მარჯვენათი, საჯარიმო მოედნის გარედან და ერთი მარცხნიდან. ამასთან, მან ჟელინსკის მისამართით საგოლე გადაცემა შეასრულა. საერთოდ, ყოველთვის, როცა ბურთი მას ჰქონდა, რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთებას ცდილობდა.

 

მისი გავლენა სერია A-ზე უდავოდ პოზიტიური იყო, იმდენად, რამდენადაც AIC-ში დარეგისტრირებულმა კოლეგებმა დაასახელეს თვის საუკეთესო მოთამაშედ და ხმების 67% მიიღო. მან აჯობა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს, კალულუს და ჩემპიონატის კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზს, ნემანია რადონიჩს“, – ეს გამოცემა „ultimouomo“-ს შეფასებაა.

 

 

big_banner
არქივი